კატალოგი
მაღრიბის ქვეყნები
ბეჭდვა |
მაროკოს მრავალ ქალაქში ჯერ კიდევ ცოცხლობენ შუასაუკუნეები. პატარა ჩიხებში, სადაც არ არის წმინდა ტაძრები, ისმის მჭედელთა უროების ცემის ხმა. კონდიტერები მეზობლებს ახვევენ ქიშმიშისა და ცხვრის ცხიმის არომატის ღრუბელში.
სტუმარო, თუ მდიდარი ხარ, შემოდი, შენ გელის საოცრებები 1001 ღამიდან. მიუჯექი მაგიდას. შენს ფეხებთან დადებენ ფუმფულა, თხელ ნაჭრებად დაჭრილი თეთრი პურით სავსე კალათას. ამ პურს შაქრის პუდრა აქვს მოყრილი. მოგართმევენ ყავას, რომელსაც ბლომად აქვს დამატებული სპეციები, და თუ მოისურვებ "ნარგილესაც" გააბოლებ.
ჩვენ კი მანამდე შევიხედავთ სხვა ბინაში და გავეცნობით მაროკოს ტრადიციულ სამზარეულოს.
როდესაც თქვენ ქალაქ ფესის ნებისმიერი სახლის სამზარეულოში შეაბიჯებთ, პირველ რიგში მკაცრი უბრალოება გაგაოცებთ. ნახევრად სიბნელეში სპილენძის წითელი ფერის ჭურჭელი ელავს. ცხელი ზაფხულის მიუხედავად ოთახში სიგრილეა. რამდენიმე პატარა ფეჩი და ქვის ფირფიტებით მოპირკეთებული იატაკი - სულ ეს არის.
წვავენ და ხარშავენ ნაკვერჩხალზე და ამავე დროს ათბობენ ოთახს.
სკამებს ვერ ნახავთ. იატაკზე გაშლილი ნოხი მუქკანიანი მზარეული ქალისათვის დასაჯდომის მაგივრობას სწევს.
ირგვლივ სპეციებისა და ზეითუნის ზეთის სუნი დგას, განსაკუთრებით კი იგრძნობა მოტკბო სანდალის ხის, პიტნისა და ვარდის წყლის სურნელი.
პოპულარული რეცეპტი
ანჩოუსები ძალიან წვრილად დავჭრათ, ვ...
2 კვერცხის გული და ნახევარი ჩაის ჭი...
რაზე ოცნებობს ბეღურა......
თევზის ფილე დავჭრათ არც ისე სქელ ნა...
კვების კულტურა...
გასუფთავებული ვარია ქვაბში ჩავდოთ, ...