კატალოგი
კიევური კატლეტი
ბეჭდვა |
ქათმის გულ-მკერდს მოვაშოროთ კანი, ამოვჭრათ 2 ფილეს ნაჭერი ძვლებიანად. მოვაშოროთ მყესები, და ხორცის თითო ნაჭერი გავყოთ ორ ნაწილად ისე, რომ გამოვიდეს შიდა და გარე ფილეს ნაწილები. გარეთა მხარე უნდა დავბეგვოთ პატარა ჩაქუჩით, შუაში ჩავუდოთ კაკლის ზომის კარაქის ნაჭერი, შემდეგ გავახვიოთ უფრო მომცრო ზომის ფილეს ნაჭერში და დავუმაგროთ კიდეები. ხორცს მოვაყაროთ მარილი, ამოვავლოთ კვერცხში, სუხარში, შემდეგ ისევ კვერცხში და სუხარში. 3-4 წუთჳს განმავლობაში ვწვათ კარგად გაცხელებულ ცხიმში, შემდეგ 1-2 წუთით შევდგათ ღუმელში.
კიევური კატლეტი უნდა შევწვათ უშუალოდ სუფრაზე მიტანამდე. ხორცის შიგნით ჩადებული კარაქი შეგვიძლია შევურიოთ მცენარეული ზეთიც ან მაგრად მოხარშული კვერცხის გული, მარილი და წვრილად დაჭრილი ოხრახუში ან კამა. კიევური კატლეტი სუფრაზე მივიტანოთ შემწვარ ყიყლიყოზე დადებული, გარნირად შეგვიძლია მივიტანოთ შემწვარი კარტოფილი ან მწვანე მუხუდო. დარჩენილი კარაქი გავადნოთ და მოვასხუროთ კატლეტს. ძვალს შემოვახვიოთ ხელსახოცის მანჟეტი.
მასალა:
160 გრამი ქათმის ფილე
80 გრამი კარაქი
1 ცალი კვერცხი
50 გრამი საფანელი
მცენარეული ზეთი ან გადამდნარი ქონი
300 გრამი კარტოფილი და 1 ჭიქა მწვანე მუხუდო
მარილი
პოპულარული რეცეპტი
საშუალო ოდენობის მსუქანი ბატი ნაჭრე...
ნიახურის ნაჭრები შევწვათ კარგად გაც...
მსუქანი ღორის ხორცის მთლიანი ნაჭერი...
თითოეული დიასახლისი თავისებურად აწყ...
5 მთლიანი კვერცხი ერთ ჩაის ჭიქა შაქ...
მარილიან წყალში მოვხარშოთ ბრინჯი. მ...