კატალოგი
მოსკოვური ჩაშუშული

ბეჭდვა ![]() |
![]() |
ხახვი წვრილად დავჭრათ და მსუბუქად შევაწითლოდ ზეთში. დავამატოთ წინასწარ წყალგავლებული მჟავე კომბოსტო, და ვშუშოთ 30 წუთის განმავლობაში, ხშირად ვურიოთ. დავამატოთ სპეციები. შამპინიონები გავასუფთავოთ, წვრილად დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ნიორი და მოვშუშოთ მზადყოფნამდე. ცეცხლგამძლე ჭურჭელს კარგად წავუსვათ კარაქი, ჩავაწყოთ შიგნით მჟავე კომბოსტო, კომბოსტოს ფენაზე დავაწყოთ ვიჩინის ორ-ორი ნაჭერი და ძეხვის რამდენიმე ნაჭერი. შამპინიონების ნახევარ პორციას შევურიოთ კიტრის ნაჭრები, თანაბრად გადავანაწილოთ ეს მასა კომბოსტოს ფენაზე, მოვაყაროთ კამა, მოვასხუროთ გამდნარი ცხიმი ან გადავანაწილოთ ზედაპირზე მარგარინის პატარა კუბიკები. შემდეგ ჭურჭელს დავახუროთ თავსახური და 20 წუთით შევდგათ ზომიერად გაცხელებულ ღუმელში.
მასალა:
100 გრამი მჟავე კომბოსტო
100 გრამი ცხიმი
1 თავი საშუალო ზომის ხახვი
4 სქელი ნაჭერი მოხარშული ვიჩინა ან შემწვარი ღორის ხორცი
250 გრამი ძეხვი (შებოლილი, ნივრიანი ან ღორის ხორცისგან მომზადებული)
200 გრამი შამპინიონი
1 კბილი ნიორი
1 ცალი საშუალო ზომის კიტრი
15 ცალი ღვიის მარცვალი
10 მარცვალი შავი პილპილი
½ კონა კამა
დანაყილი პილპილი
პოპულარული რეცეპტი

ქვაბში ჩავასხათ 3 ჩაის ჭიქა წყალი, ...

ლობიო დავალბოთ მთელი ღამით. შემდეგ ...

კარაქი გავაცხელოთ და შევწვათ მასში ...

გასუფთავებული, გარეცხილი თართი ან ზ...

გარეცხილი ცხვრის ხორვიც რბილი ნაჭერ...

გასუფთავებული ვარია ჩავჭრათ შუაზე, ...