კატალოგი
უკრაინული ბორში
ბეჭდვა |
ხორცს დავასხათ 2 ½ ლიტრი ცივი მარილიანი წყალი და ვხარშოთ თითქმის მზადყოფნამდე. ბოლოკი დავჭრათ წვრილ ნაჭრებად, დავამატოთ ძმარი და ტომატ-პასტა და მოვშუშოთ სმალეცში. სტაფილო, ოხრახუში და ხახვი წვრილად დავჭრათ და ოდნავ შევაწითლოთ ტაფაზე. კარტოფილი დავჭრათ კუბიკებად. კომბოსტო დავჭრათ წვრილად, ჩავუშვათ მდუღარე ბულიონში და ვხარშოთ 20 წუთის განმავლობაში. დავამატოთ მოშუშული ბოსტნეული. ფქვილი გავხსნათ ცივ წყალში, ჩავასხათ ბორშში, დავამატოთ შაქარი და წითელი პილპილი. მოვაყაროთ მარილი, შავი პილპილი და თუ სურვილი გვაქვს ჩავასხათ ძმარი. სუფრაზე მიტანამდე ცოტა ხნით ადრე ბორშში ჩავამატოთ წვრილად დაჭრილი ნიორი, ოხრახუში და კამა და წამოვადუღოთ. ბორში გავანაწილოთ თეფშებზე და თითოეულში ჩავდოთ ერთი სუფრის კოვზი არაჟანი.
მასალა:
250 გრამი ხორცი
250 გრამი ბოლოკი
350 გრამი კომბოსტო
400 გრამი კარტოფილი
1-2 ცალი სტაფილო
ნახევარი კონა ოხრახუში
1 თავი ხახვი
2 კბილი ნიორი
80 გრამი ტომატ-პასტა
1 სუფრის კოვზი ფქვილი
1 სუფრის კოვზი კუბიკებად დაჭრილი სალა
2 სუფრის კოვზი გადამდნარი ქონი
1 სუფრის კოვზი (არასრული) - შაქარი
ცოტა ძმარი
1-2 სუფრის კოვზი დანაყილი წითელი პილპილი
მარილი, შავი პილპილი
1 ცალი დაფნის ფოთოლი
ოხრახუში და კამა
4-8 სუფრის კოვზი არაჟანი
პოპულარული რეცეპტი
კარპი დავყოთ პორციებად, დავასხათ ძმ...
ეკალა გავარჩიოთ, გავრეცხოთ, ჩავყარო...
ხახვი, წიწაკის ღერები და ნიორი წვრი...
ხახვი წვრილად დავჭრათ და ოდნავ შევა...
ხორცი გავრეცხოთ, წავუსვათ მარილი, დ...
კონსერვირებული ანანასის ნაჭრები კარ...