კატალოგი
ღვეზელები ხორცით
| ბეჭდვა |
ფქვილის, კარაქის, კვერცხისა და მარილისაგან მოვამზადოთ ცომი, რომელიც უნდა დავდგათ სიცივეში და გავაჩეროთ 1 საათი.ხორცი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. ხახვი და ნიორი წვრილად დავჭრათ და მსუბუქად მოვხრაკოთ ცხიმში; შევურიოთ ოხრახუში, კარაქი და კონიაკი. შეგთავსს მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ცომი გავაბრტყელოთ, ამოვჭრათ ჭიქით მრგვალი ნაჭრები და თითოეულზე მოვათავსოთ შიგთავსი. მივცეთ ღვეზელის ფორმა და მოვათავსოთ ცხიმწასმულ ჟარუნაზე. ღვეზელები გაცხელებულ რუმელში 20-25 წუთის განმავლობაში ვაცხოთ.
მასალა:
ცომისათვის
350 გრამი ფქვილი
160 გრამი კარაქი
1 არასრული სუფრის კოვზი მარილი
1 ცალი კვერცხი
შიგთავსისათვის
200 გრამი უცხიმო ღორის ხორცი
200 გრამი ხბოს ან ძროხის ხორცი
1 კბილი ნიორი
½ თავი ხახვი
ცოტა ოხრახუში
½ არყის ჭიქა კონიაკი
მარილი, პილპილი
შესაწვავად საჭირო ცხიმი
პოპულარული რეცეპტი

ერთ ჭიქა ანადუღარ ცივ რძეში ჩავსხათ...

ნედლ თევზს მოვაცილოთ ქერცლი, გამოვშ...

თევზი გავასუფთავოთ, დავჭრათ მცირე ზ...

ფქვილის, კვერცხის, მუსკატის კაკლისა...

მუხუდო ვხარშოთ ქათმის ბულიონში დარბ...

2 კვერცხისა და 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფ...


