კატალოგი
გრილზე შემწვარი წიწილის მარინადი
ბეჭდვა |
ხახვი წვრილად დავჭრათ, ნიორი დავნაყოთ, დავამატოთ ნაღები და შავი პილპილი, წითელი პილპილი და კორიანდრი. მიღებული მარინადი გავხსნათ წყლით და გავაცხელოთ, მაგრამ არ უნდა წამოვადუღოთ, შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან და 20 წუთი გავაჩეროთ.
მომზადებული წიწილა გავჭრათ შუაზე, ცოტა დავბეგვოთ, შევაზილოთ მარილი და შავი პილპილი, დავასხათ გაიცებული მარინადი და დავტოვოთ მთელი ღამით. შემდეგ მოვათავსოთ გრილზე და შევბრაწოთ, ხშირად ვასხათ გამდნარი კარაქი და მარინადი. როდესაც ხორცი დარბილდება, წიწილა შეგვიძლია მივიტანოთ სუფრაზე, მოვასხატ დარჩენილი მარინადში შერეული ლიმონის წვენი და გამდნარი კარაქი. კერძთან ერთად სუფრაზე მოხარშული ბრინჯი და თეთრი პური მივიტანოთ.
მასალა:
2-3 პორციაზე
750 გრამი წონის წიწილა
მარილი, პილპილი
4 კბილი ნიორი
1 თავი ხახვი
1/8 ლიტრი 1%-იანი ნაღები
1 ½ ჭიქა წყალი
½ ჩაის კოვზი პილპილი
1 ჩაის კოვზი წითელი პილპილი
1 ჩაის კოვზი დანაყილი კორიანდრი
1 ლიმონის წვენი
3 სუფრის კოვზი გამდნარი კარაქი
პოპულარული რეცეპტი
მოხარშული ფაშვი წვრილ, მოგრძო ნაჭრე...
რძეში ჩავახალოთ კვერცხები და ყველაფ...
ხორცს და სალას დავასხათ 2 ლიტრი ცივ...
დარჩეულ, მსხვილ, თეთრ ხორბალს დავას...
მომზადებულ ინდაურს გარედან შევაზილო...
ყვავილოვანი კომბოსტო დავარჩიოთ, გავ...