კატალოგი
ბრინჯის პუდინგი ავსტრალიურად
| ბეჭდვა |
ბრინჯი ვხარშოთ წყალში 10 წუთის განმავლობაში. ქიშმიში, ლეღვი, ფინიკი წვრილად დავჭრათ, შევურიოთ კოჭას ფხვნილი და შემდეგ მოხარშული ბრინჯი, დავამატოთ შაქარი. მოვშუშოთ ძალიან დაბალ ცეცხლზე, ჩავასხათ რძე. პუდინგს ვაცალოთ გაციება, დავამატოთ ათქვეფილი კვერცხის ცილა, გადავიტანოთ პუდინგი ჯამში, რომელსაც წინასწარ გამოვავლოთ ცივი წყალი და დავდგათ სიცივეში.
სუფრაზე მიტანის წინ პუდინგი გადავაბრუნოთ თეფშზე და მისი ზედაპირი გავაფორმოთ საღი ან მოხარშული ხილით.
მასალა:
1 ჭიქა ბრინჯი
2 ჭიქა წყალი
3 სუფრის კოვზი ქიშმიში
100 გრამი ლეღვი
100 გრამი ფინიკი
კოჭას ფხვნილი დანის პირზე
შაქარი სურვილისამებრ
1 ჭიქა რძე
2 კვერცხის ცილა
საღი ან ოდნავ მოხარშული ხილი
პოპულარული რეცეპტი

კვერცხის გულები კარაგდ გავთქვიფოთ შ...

ქორფა ღანძილი გავარჩიოთ, გავრეცხოთ ...

ვიჩინა, ნიახური და ხახვი გავატაროთ ...

კარგად გავთქვიფოთ კვერცხები, დავამა...

კარგად გარეცხილი მსუქანი ცხვრის ხორ...

თევზის ფილეს მოვასხათ ლიმონის წვენი...


