კატალოგი
ჩაკჩუკა
| ბეჭდვა |
მცენარეული ზეთი ან კარაქი გავაცხელოთ და მოვხრაკოთ მასში წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი, შემდეგ დავამატოთ წვრილად დაჭრილი ტკბილი წიწაკა და ნაჭრებად დაჭრილი პამიდორი. დავამატოთ მარილი და პილპილი და ვშუშოთ 20-30 წუთის განმავლობაში. მოვამზადოთ ერბოკვერცხი და მოვათავსოთ ის მზა კერძზე. ზემოდან მოვაყაროთ ნორჩი მწვანილი და მივიტანოთ სუფრაზე.
მასალა:
2 პორციაზე
4 ცალი კვერცხი
2 თავი ხახვი
2 კბილი წვრილად დაჭრილი ნიორი
2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი ან კარაქი
500 გრამი პამიდორი
2 ღერი ტკბილი წიწაკა
½ ჩაის კოვზი მარილი
პილპილი
დაჭრილი მწვანილი (ოხრახუში, პიტნა, კამა, სალბი)
პოპულარული რეცეპტი

1 ჩაის ჭიქა ბრინჯი გავარჩიოთ, კარგა...

სკუმბრია გავასუფთავოთ, ჩავდოთ დაბალ...

ზეთი გავაცხელოთ, მსუბუქად მოვხრაკოთ...

წიწაკა გავრეცხოთ და გავასუფთავოთ თე...

ხიზილალას მოვაშოროთ აპკი და მოვხარშ...

მუხუდო ვხარშოთ ქათმის ბულიონში დარბ...


