კატალოგი
ტამალესი - რულეტი სიმინდის ფოთლებით
| ბეჭდვა |
ხახვი, წიწაკის ღერები და ნიორი წვრილად დავჭრათ და მსუბუქად მოვშუშოთ მცენარეულ ზეთში. შევურიოთ ხორცს და მოვაყაროთ მარილი. ცხიმი შევურიოთ მოხარშულ მარცვლებს და ასევე მოვაყაროთ მარილი. სიმინდის ფოთლებს გადავავლოთ მდუღარე წყალი, მოვამზადოთ ისინი ფარშირებისათვის (ანუ გავჭრათ ერთხელ სიგრძეზე, და ორჯერ სიგანეზე, რომ შევძლოთ "ჯიბის" გაკეთება), წავუსვათ მას სიმინდის ფაფა და ამოვავსოთ ხორცის ფარშით. "ჯიბეები" დავხუროთ, შემოვუჭიროთ ძაფი, მოვათავსოთ რულეტები ცხიმწასმულ ჟარუნაზე და გამოვაცხოთ.
ტამალესი ასევე შეგვიძლია მოვხარშოთ მცირე რაოდენობის ბულიონში. ვხარშოთ არაუმეტეს 15 წუთისა. სუფრაზე პიკანტურ ტომატის სოუსთან ერთად მივიტანოთ. ბოლოს სიმინდის ფოთლები უნდა მოვაშოროთ, რადგან ისინი არ იჭმევა.
მასალა:
2 ჭიქა მოხარშულიო, წვრილ კუბიკებად დაჭრილი ხორცი (უმჯობესია ქათმის ან ხბოს ხორცი)
2 თავი ხახვი
2 კბილი ნიორი
2 პატარა მწარე წიწაკა ან 1 ჩაის კოვზი წითელი დანაყილი პილპილი
მარილი
2 ჭიქა მოხარშული სიმინდი ან ხორბლის მარცვლები
¾ ჭიქა ღორის ქონი
რამოდენიმე ცალი სიმინდის ფოთოლი
1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
პოპულარული რეცეპტი

2 კვერცხი და 3-4 სუფრის კოვზი შაქრი...

ფქვილი გავცრათ, ავთქვიფოთ კვერცხი, ...

8 კვერცხის გული კარგად გავთქვიფოთ 2...

წყლითა და შაქრით მოვადუღოთ სიროფი. ...

მაწონში მოვზილოთ რბილი ცომი. მოზელი...

2 კვერცხის გული და ნახევარი ჩაის ჭი...


