კატალოგი
შემწვარი კალმახი სომხურად
| ბეჭდვა |
კალმახი გავასუფთავოთ და გამოვრეცხოთ, შემდეგ თითოეულ თევზს მოვაჭრათ ზურგის ფარფლები. ასე მომზადებული თევზი შევწვათ ორივე მხრიდან კარგად გაცხელებულ ზეთში, ვწვათ მანამდე, სანამ თევზს კანი ხრაშუნა არ გაუხდება. კვერცხი ავთქვიფოთ, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და მოვასხათ ეს მასა თევზს, რის შემდეგაც 3-5 წუთით შევდგათ ღუმელში. თევზს მოვაყაროთ მწვანილი, გავაფორმოთ ერბოკვერცხით და სუფრაზე ტაფით მივიტანოთ.
მასალა:
2-3 პორციაზე
600 გრამი კალმახი
60 გრამი კარაქი
4 ცალი კვერცხი
1 ცალი ერბო-კვერცხი
მარილი, პილპილი
1-2 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ოხრახუში
პოპულარული რეცეპტი

ვიჩინას ჩავუმაგროთ მიხაკები, მოვათა...

ბალი გადავარჩიოთ, გავრეცხოთ და ფრთხ...

გადარჩეული მარწყვი გავრეცხოთ, მოვათ...

თეთრი პურის ნაჭრებს ორივე მხრიდან წ...

სალა დავჭრათ წვრილ ნაჭრებად, მსუბუქ...

მოვზილოთ უბრალო ცომი ზემოაღნიშნული ...


