კატალოგი
”ცეპელინები”
| ბეჭდვა |
ნახევარი პორცია კარტოფილი გავასუფთავოთ, გავთალოთ და უმი გავხეხოთ სახეხზე, დანარჩენი კარტოფილი მოვხარშოთ კანიანად, შემდეგ გავაცალოთ კანი და ისიც გავხეხოთ. ორივე სახის კარტოფილი კარგად გადავურიოთ ერთმანეთში, მოვაყაროთ მარილი. მოხარშული ან შემწვარი ხორცი წვრილად დავჭრათ. ხახვი მსუბუქად მოვხრაკოთ და შევურიოთ კარაქი. შიგთავსს მოვაყაროთ მარლი და პილპილი. კარტოფილის მასისაგან მოვამზადოთ 8 სმ სიგრძის ნაჭრები, რომლების შიგნითაც მოვათავსოთ ხორცის შიგთავსი. ფრთხილად ჩავაწყოთ ისინი მდუღარე მარილიან წყალში. "ცეპელინებთან" ერთად სუფრაზე მივიტანოთ შემწვარი სალას კუბიკები.
მასალა:
1 ½ კილოგრამი კარტოფილი
350 გრამი ძროხის ხორცი
1 თავი ხახვი
80-100 გრამი სალა
მარილი, პილპილი
მარგარინი ან კარაქი
პოპულარული რეცეპტი

ახალი მწვანე ლობიო დავარჩიოთ, დავამ...

წვრილად დაჭრილი ხახვი შევბრაწოთ დაჭ...

ქათამი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, დავ...

კარგად დასუფთავებული ქათამი დავჭრათ...

მარილიან წყალში მოვხარშოთ ბრინჯი. მ...

მოხარშული, მსუქანი ძროხის ხორცის რბ...


