კატალოგი
აფრიკული ქათმის სუპი
| ბეჭდვა |
მუხუდო ვხარშოთ ქათმის ბულიონში დარბილებამდე, შემდეგ ბულიონთან ერთად გავწუროთ საწურში. მშრალი მუხუდო გავაჩეროთ მთელი ღამით. წვრილად დაჭრილი ხახვი შევბრაწოთ კარაქში. ვაშლი გავთალოთ, ამოვაჭრათ გული, წვრილად დავჭრათ და ყველაფერი ერთად მოვშუშოთ. დავამატოთ "კერი", დავაკლოთ ცეცხლი და ვადუღოთ 3-4 წუთის განმავლობაში. კერძს მოვაყაროთ ფქვილი, მოვამზადოთ ღია ფერის საწებელი და დავასხათ ხორცის ბულიონი. დავამატოთ მუხუდო, ვადუღოთ 10 წუთი, შემდეგ დავამატოთ მარილი და პილპილი. მზა სუპს დავამატოთ მცირე რაოდენობის მთლიანი მწვანე მუხუდოები და ნაღები.
მასალა:
2 პორციაზე
2 თავი ხახვი
3 სუფრის კოვზი კარაქი
1 მცირე ზომის ვაშლი
1 ჩაის კოვზი ფხვნილი "კერი" (ან სხვა სანელებლები)
1-2 სუფრის კოვზი ფქვილი
½ ლიტრი მაგარი ქათმის ბულიონი
150 გრამი მწვანე მუხუდო
მარილი, პილპილი
1-2 სუფრის კოვზი ნაღები
პოპულარული რეცეპტი

წიწილების ფილე და ფეხები მოვათავსოთ...

ლობიო გავარჩიოთ, გავრეცხოთ და გავშა...

600 გრამ შაქარს დავუმატოთ 5 ცალი ლი...

გადარჩეული, საშუალო სიმწიფის გარგარ...

მოვზილოთ სქელი ცომი, გადავაფაროთ სვ...

კომბოსტო დავჭრათ თხელ ზოლებად, ჩავყ...


