კატალოგი
კაპიტი - დიდი ბიფშტექსი
| ბეჭდვა |
კარაქი გავაცხელოთ და მასში ვწვათ სოკო 5 წუთის განმავლობაში. დავამატოთ საფანელი, ოხრახუში, ლიმონის ცედრა, ათქვეფილი კვერცხი. შიგთავსს კარგად მოვაყაროთ პილპილი და ავურიოთ. ხორცის ნაჭერი ჩავჭრათ ჯიბისებურად, ამოვავსოთ შიგთავსით და კიდეები მაგრად ჩავუკეროთ. ბიფშტექსი შევბრაწოთ დიდი რაოდენობით ცხიმში ორივე მხრიდან, შემდეგ 2 საათით შევდგათ ღუმელში და ვაცხოთ დაბალ ცეცხლზე, დროდადრო ვასხათ თავისივე წვენი. ბიფშტექსი სუფრაზე მწვანე სალათასთან ერთად მივიტანოთ.
მასალა:
4-6 პორციაზე
1 კილოგრამი ძროხის ხორცი (არანაკლებ 5 სმ სისქის ნაჭერი)
60 გრამი კარაქი ან მარგარინი
300 გრამი სოკო
½ ჩაის კოვზი წვრილად დაჭრილი ოხრახუში
40 გრამი საფანელი
½ ჩაის კოვზი ლიმონის ცედრა
1 ცალი კვერცხი
მარილი
შავი პილპილი
წითელი პილპილი
პოპულარული რეცეპტი

ბადრიჯანი გავრეცხოთ, გავთალოთ, დავჭ...

კომბოსტო, ხახვი, ქინძი, კამა, ოხრახ...

გულ-მკერდი გავრეცხოთ, მოვაყაროთ მარ...

ხორცი კარგად ავურიოთ ყველში, წვრილა...

ძროხის ხორცი დავჭრათ ნაჭრებად, გავრ...

ბადრიჯანი სიგრძეზე თხლად დავჭრათ, დ...


