კატალოგი
ხორცი და ბოსტნეული კუსკუსისათვის
ბეჭდვა |
მუხუდო დავალბოთ მთელი ღამით. ხახვი დავჭრათ და მოვხრაკოთ 3 სუფრის კოვზ კარაქში ან მარგარინში, დავამატოთ კუბიკებად დაჭრილი ხორცი და ქათმის რბილობი, შევბრაწოთ ნელ ცეცხლზე, დავამატოთ ცოტა წყალი და ვშუშოთ მზადყოფნამდე. გარეცხილი, წვრილად დაჭრილიბოსტნეული შევურიოთ მუხუდოს და კარაქს. მოვაყაროთ მარილი და სპეციები.
ბოსტნეული ვშუშოთ ხორცთან ერთად. სანამ ხორცი და ბოსტნეული იშუშება, ამავე ჭურჭელზე შეგვიძლია დავამატოთ საცერი კუსკუსით.
სუფრაზე მიტანის წინ დავჭრათ წვრილ კუბიკებად წინასწარ კარგად გარეცხილი და წყალში დამბალი თირკმელი და ნაჭრებად დაჭრილი სოსისი. ყველაფერი ერთად ვწვათ 5 წუთის განმავლობაში დარჩენილ კარაქში.
ბოსტნეული და ხორცი სუფრაზე ჯამით მივიტანოთ, დავასხათ ცოტა ბულიონი, კუსკუსი კი ცალკე ჭურჭლით მივიტანოთ.
მასალა:
5-6 პორციაზე
500 გრამი ცხვრის ხორცი
ქათმის გულ-მკერდი
3 ცალი სოსისი
ცხვრის 1 ცალი თირკმელი
4 სუფრის კოვზი კარაქი ან მარგარინი
2 თავი ხახვი
250 გრამი სტაფილო
2 ცალი პამიდორი
1 ცალი კიტრი
200 გრამი კომბოსტო
150 გრამი მშრალი მწვანე მუხუდო
1 ჩაის კოვზი მარილი
შავი და წითელი პილპილი დანის პირზე
პოპულარული რეცეპტი
ხორცი ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მან...
რძეში ჩავამტვრიოთ შოკოლადი და წამოვ...
სამ ჩაის ჭიქა პურის ფქვილს თანდათან...
ბადრიჯანი ჩავჭრათ სამი-ოთხი სანტიმე...
ნახევარი ჩაის ჭიქა ადუღებულ წყალში ...
გადარჩეული, გარეცხილი, მაგარი, წითე...