კატალოგი
ჩიქვი იაპონურად

ბეჭდვა ![]() |
![]() |
თევზის ფილეს მოვასხათ ლიმონის წვენი და ასე გავაჩეროთ. მწვანილი სუპისათვის დავჭრათ და მოვშუშოთ მარგარინში. თევზს მოვაყაროთ მარილი და პილპილი და ჩავაწყოთ ქვაბში მოშუშულ ბოსტნეულთან ერთად. მოვასხათ არაჟანი და ზემოდან დავაწყოთ მანდარინის ნაჭრები. ყველაფერს მოვაყაროთ გახეხილი ყველი და შევდგათ გამოსაცხობად ღუმელში 20 წუთით. ამ კერძთან ერთად სუფრაზე მოხარშული ბრინჯი მივიტანოთ.
მასალა:
3 ჩიქვის ფილე
ლიმონის წვენი
მარილი
პილპილი
75 გრამი კარაქი ან მარგარინი
½ ჭიქა არაჟანი
ოხრახუში
მწვანილის კონა
1-2 ცალი საღი მანდარინი
1-2 სუფრის კოვზი გახეხილი ყველი
პოპულარული რეცეპტი

ლანგუსტის ხორცი გავავლოთ თბილ წყალშ...

გასუფთავებული, გარეცხილი და ნაჭრება...

ლობიოს ღერები გავრეცხოთ, გავასუფთავ...

ცივ წყალში დავალბოთ გამხმარი ღოლო, ...

ნელ ცეცხლზე გავადნოთ კარაქი და შაქა...

სოკო დავარჩიოთ, კარგად გავრეცხოთ, დ...