კატალოგი
სალათა კიტრისაგან ფლანდიურად
| ბეჭდვა |
კიტრი გავთალოთ, დავჭრათ თითის ზომის ნაჭრებად და ვხარშოთ მარილიან წყალში 10 წუთის განმავლობაში. კვერცხის გულისაგან, იოგურტისა და მაიონეზისაგან ავთქვიფოთ სოუსი, დავამატოთ მარილი და პილპილი, დავამატოთ დაჭრილი კამა. სოუსი დავასხათ ჯერ კიდევ თბილ, გამშრალებულ, წინასწარ დამარილებულ, პილპილმოყრილ და კამამოყრილ კიტრის ნაჭრებს. კერძი სუფრაზე შეგვიძლია მივიტანოთ ყიყლიყოსთან ერთად.
მასალა:
2 ცალი დიდი, საღი კიტრი
1 ბოთლი იოგურტი
2 სუფრის კოვზი მაიონეზი
1 კვერცხის გული
2 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი კამა
მარილი, პილპილი
პოპულარული რეცეპტი

კარგად დასუფთავებული ქათამი დავჭრათ...

ხორცი დავჭრათ ძალიან თხელ და წვრილ ...

მოვხარშოთ კარტოფილი, სტაფილო, კვერც...

ჯამში დავსრისოთ ნიორი, დავამატოთ კვ...

ღომი გავარჩიოთ, გავრეცხოთ, დავასხათ...

ხორცს და სალას დავასხათ 2 ლიტრი ცივ...


