კატალოგი
მარწყვის, ხენდროს, ალუბლის გარგარის, ატმის, მაყვლის სასმელი
| ბეჭდვა |
1 კილოგრამ გარეცხილ ხილს დავაყაროთ 500 გრამი შაქრის ფხვნილი და დავდგათ ორი საათით (ატამი, გარგარი თხლად დავჭრათ და შაქარი ფენა-ფენა მოვაყაროთ).
2 საათის შემდეგ დავასხათ 1 ლიტრი ანადუღარი, გრილი წყალი და მიქსერით ავთქვიფოთ; შემდეგ საცერში გავატაროთ; საცერზე დარჩენილ მასას დავასხათ 1 ლიტრი ანადუღარი, გაგრილებული წყალი, დავამატოთ 1 ცალი კანიანად დაჭრილი ლიმონი (ან ცოტა ლიმონის სიმჟავე) და ისევ ავთქვიფოთ მიქსერით. შემდეგ დოლბანდში გავწუროთ; მიღებულ წვენს დავამატოთ 1 ლიტრი ადუღებული წყალი, მოვურიოთ და შევდგათ მაცივარში.
სუფრაზე მიტანის წინ სასმელიან ჭიქებში ჩავყაროთ ყინული.
პოპულარული რეცეპტი

6 ცალი კვერცხის ცილა გავთქვიფოთ; თა...

ხორცის კუბიკები, ბოლოკი, ნიახური და...

ახალგაზრდა მსუქანი საქონლის ხორცი დ...

გადარჩეული მარწყვი გავრეცხოთ, მოვათ...

გველთევზა გავასუფთავოთ და დავჭრათ 5...

კომბოსტო გავრეცხოთ, 10 წუთით ჩავუშვ...


