კატალოგი
”კულებიაკა” დროჟიანი ცომით
ბეჭდვა |
"კულებიაკა" სხვა ნამცხვრებისაგან პირველ რიგში თავისი ფორმით განსხვავდება, ჩვეულებრივ ის უფრო ვიწრო და მაღალია, გარდა ამისა, "კულებიაკას" ფენებზე სხვადასხვა შიგთავსს უსვამენ, მაგალითად შეგვიძლია გამოვიყენოთ მოხარშული კვერცხი, ხორცი ან თევზი. იმისათვის, რომ "კულებიაკას" ქვედა ფენა არ დასველდეს, შიგთავსის პირველ ფენას ჩვეულებრივ მშრალს აკეთებენ, მაგალითად გამოდგება ბრინჯი, ხოლო შემდეგ ფენებზე უფრო წვნიან შიგთავსს ათავსებენ, მაგალითად ხორცისაგან და თევზისაგან მომზადებულს.
დროჟი უნდა გავხსნათ თბილ რძეში, ავურიოთ ფქვილში, კვერცხში, კარაქში და მარილში და მოვზილოთ სქელი ცომი. გავაჩეროთ 1 ½ საათით. შემდეგ კიდევ ერთხელ კარგად მოვზილოთ. გავაბრტყელოთ ცომი 1 სმ სისქის და 20 სმ სიგრძის ფირფიტად. ცომი მოვათავსოთ მცირე რაოდენობით ფქვილმოყრილ ხელსახოცზე. შუაში მოვათავსოთ შიგთავსი და კიდეები შევაწებოთ. ხელსახოცის მეშვეობით "კულებიაკა" ფრთხილად გადმოვაბრუნოთ და მოვათავსოთ ჟარუნაზე "ნაკერით" ქვევით. "კულებიაკის" ზედაპირს წავუსვათ კვერცხის გული. "კულებიაკა" დავდგათ თბილ ადგილას, რომ კიდევ ერთხელ ამოფუვდეს. "კულებიაკის" ზედაპირი ჩავჭრათ რამოდენიმე ადგილას, რომ უკეთესად გამოცხვეს. შემდეგ შევდგათ ღუმელში 35-45 წუთით. "კულებიაკის" მზადყოფნა შეგვიძლია შევამოწმოთ ასანთის ღერის მეშვეობით: ჩავარჭოთ იგი ცომში და თუ იგი არ ეკრობა ასანთის ღერს, მაშინ "კულებიაკა" მზად არის.
მასალა:
500 გრამი ფქვილი
25 გრამი დროჟი
50-100 გრამი კარაქი
1 ცალი კვერცხი
ცოტა მარილი
ცოტა რძე
შიგთავსი შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი
პოპულარული რეცეპტი
საქონლის გარეცხილი ხორცის რბილი ნაჭ...
წვრილად დავჭრათ ხახვი და მსუბუქად შ...
სატაცური კარგად გავრეცხოთ, მოვაჭრათ...
კარგად გავთქვიფოთ კვერცხი შაქრის ფხ...
ეკალა გავარჩიოთ, კარგად გავრეცხოთ დ...
ხაჭო გავწუროთ საცერში, შევურიოთ კვე...