კატალოგი
სამხრეთ აფრიკული ორცხობილა და ყავა
| ბეჭდვა |
წყალში ჩავყაროთ შაქარი და კოჭა და ვხარშოთ 15 წუთის განმავლობაში, არ უნდა ვურიოთ. შემდეგ გავაციოთ და მოვამზადოთ ცომი ფქვილის, მარილის, გამაფხვიერებელის, კარაქისა და კვერცხისაგან (დავამატოთ ცოტა რძე). გავაბრტყელოთ ცომი ½ სმ სისქის ფირფიტად. შემდეგ დავჭრათ ის 5X5 სმ ზომის კვადრატებად. თითოეული კვადრატი დავჭრათ 3 ზოლად ისე, რომ ზედა კიდე მთლიანი დარჩეს, დაჭრილი კიდეები მივამაგროთ ერთმანეთს. მიღებული ორცხობილა (ნაწნავის მსგავსი უნდა იყოს) ვწვათ მდუღარე ცხიმში მანამდე, სანამ მოოქროსფრო-მოყავისფრო ფერის არ გახდება (ერთდროულად ბევრი ორცხობილა არ უნდა შევწვათ). მზა ორცხობილები ამოტივტივდება. "ნაწნავები" მაშინვე ამოვავლოთ ცივ სიროფში, შემდეგ მოვათავსოთ საწურზე და გავაშროთ. სუფრაზე ყავასთან ერთად მივიტანოთ.
მასალა:
500 გრამი ფქვილი
ცოტა მარილი
1 პაკეტი გამაფხვიერებელი
60 გრამი კარაქი
2 ცალი კვერცხი
1-2 სუფრის კოვზი რძე
500 გრამი შაქარი
¼ ლიტრი წყალი
½ ჩაის კოვზი დანაყილი კოჭა
შესაწვავად საჭირო ცხიმი
პოპულარული რეცეპტი

ხორცი დავჭრათ კუბიკებად და შევბრაწო...

ფორთოხალი გავფცქვნათ და ისევე, როგო...

ფქვილი გავცრათ, შუაში გავუკეთოთ ჩაღ...

ნახევარ ლიტრ წყალში გავსხნათ 5 ჩაის...

კაკაო შევურიოთ ნახევარ პორცია ორცხო...

ისპანახი დავარჩიოთ, გავრეცხოთ, მოვხ...


